17 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
დიდგორობის დღესასწაული - სპორტულ გამაჯანსაღებელი კლუბის "აია არგოს" წევრებმა სამი კილომეტრი გაცურეს

სამკილომეტრიანი გაცურვა სპორტულ გამაჯანსაღებელი კლუბის "აია არგოს" თაოსნობით დიდგორობის დღესასწაულს მიეძღვნა. 

კლუბის წევრებმა ზღვაში შესვლამდე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. უხუცესი მოცურავე 86 წლის იყო, ხოლო "აია არგოს" კლუბის წევრთა საშუალო ასაკი 70 წელს მნიშვნელოვნად აღემატება.

კლუბის წევრები წელიწადის ყველა დროს ცურავენ და ამით ქვეყანაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ცდილობენ.

დღის ამბები