17 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
ნასას ისტორიული მისია - ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ პირველი აპარატი გაუშვა, რომელიც მზეს მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს

ნასას ისტორიული და ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მისია დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ, ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ პირველი აპარატი გაუშვა, რომელიც მზეს მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს.

კოსმოსური ზონდი "პარკერ სოლარი" მზის ზედაპირთან 6 მილიონი კილომეტრის დაშორებით გაივლის და მის გარე ატმოსფეროში, ე.წ. კორონაში შეაღწევს.

მეცნიერების განცხადებით, პროექტის მიზანი მზის აქტივობის შესახებ ახალი მონაცემების მიღებაა. მისია 7 წელი გაგრძელდება. აპარატი კანავერალის კონცხიდან გუშინ უნდა გაეშვათ, თუმცა მისიის დაწყება ტექნიკური ხარვეზის გამო ერთი დღით გადაიდო.

დღის ამბები