17 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
ხულოში 31 წლის ქალი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს

ხულოში, სოფელ ალმეში 31 წლის ქალი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებული რეანომობილით ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოში გადმოყავთ. მას რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

განზრახ სხეულის დაზიანების ბრალდებით პოლიციამ უკვე დააკავა ამავე სოფელში მცხოვრები 50 წლამდე მამაკაცი. ცნობილია, რომ ის დაჭრილის ოჯახის წევრი არ არის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. 

დღის ამბები