17 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
დატბორილი სახლები ანაკლიაში - ამოტუმბვითი სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ანაკლიაში წყალდიდობისგან დატბორილ სახლებში ამოტუმბვითი სამუშაოები დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე ჩასული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მტკიცებით, წყლის დონის დაწევამდე პროცესი უშედეგო იქნება.

"რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფის ჩასვლის შემდეგ, ანაკლიაში  სპეციალურმა ტექნიკამ დამატებითი არხების გაჭრა დაიწყო.

ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა თიკორის დასახლება, სადაც წყალდიდობის გამო 10 ოჯახი პრაქტიკულად გარე სამყაროს მოწყვეტილია. 

შექმნილ ვითარებას ადგილობრივები და ტურისტები პორტის მშენებლობას უკავშირებენ და ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობენ. ანაკლიაში ამ დრომდე წვიმს. 

დღის ამბები