ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე - პირველადი ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანზე გაჩერებულ „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა, რომელიც ინერციით, მის წინ მდგომ ავტომობილს დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილში იმყოფებოდნენ. ისინი გადაყვანილები არიან საავადმყოფოში.
შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
აღნიშნული დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.