25 ნოემბერი 2020,   19:00
ვრცლად
დაჭრა ხულოში - 31 წლის ქალს 14 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული

ხულოში დაჭრილი ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთის წინ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში რეანომობილით მიიყვანეს. 31 წლის ქალი სოფელ ალმეში ცივი იარაღით დაჭრეს.

მას 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. მისი მეუღლის თქმით, თავდამსხმელი მეზობლია, რომელთანაც კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

მიზეზად კი მეზობლის მიერ მოპარული მობილური ტელეფონი სახელდება, რის გამოც აბულაძეებმა პოლიციას მიმართეს.

რამინ აბულაძე ამბობს, რომ მეზობელი მათ სახლში მაშინ მივიდა, როცა მისი მეუღლე მარტო იმყოფებოდა და მას 14 ჭრილობა მიაყენა.

დამნაშავე განზრახ სხეულის დაზიანების ბრალდებით პოლიციამ უკვე დააკავა. მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

დღის ამბები