წყალდიდობის გამო გარე სამყაროს ამ დრომდე პრაქტიკულად მოწყვეტილი რჩება ანაკლიის თემის თიქორის დასახლება, თუმცა იმის გამო, რომ პორტის მხრიდან სპეციალური საშვის გარეშე მოსახლეობას დასახლებაში შესვლის უფლება არ აქვს.
რამდენიმე ადამიანმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სოფელში მაინც შეაღწია. წყალდიდობამ, დაახლოებით, 13 ოჯახი მნიშვნელოვნად დააზარალა.
სახლების დატბორვის გარდა განადგურებულია ნათესები, დახოცილია შინაური პირუტყვი. მომხდარის მიზეზად ადგილობრივები პორტის არასწორად დაგეგმილ მშენებლობას ასახელებენ. წყალდიდობამ მნიშვნელოვნად დააზარალა ანაკლიაც.