17 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
საპროტესტო აქცია სოფელ წინანდალში - ადგილობრივები მაღალი ძაბვის კაბელის დამონტაჟებას აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია იმართება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში. ადგილობრივები სასტუმრო "რედისონისთვის" „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ დასახლებაში მაღალი ძაბვის კაბელის დამონტაჟებას აპროტესტებენ და პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ.

აქციის მონაწილეები კომპანიას ალტერნატიული ტერიტორიას სთავაზობენ, რომელიც სოფლიდან შემოვლითი გზის გამოყენებას გულისხმობს.

უსაფუძვლოს უწოდებენ ბრალდებებს „ენერგო- პრო ჯორჯიაში.“ კომპანიაში აზუსტებენ, რომ ტერიტორიაზე სამუშაოები უსაფრთხოების სრული დაცვით მიმდინარეობს და პროექტის ფარგლებში არა მაღალი ძაბვის, არამედ 10-კილოვატიანი ელექტროსისტემის მონტაჟი ხორციელდება.

დღის ამბები