17 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
საქართველოში ნარკოპოლიტიკა რეპრესიულია და ის უნდა შეიცვალოს - Human Rights Watch

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია "Human Rights Watch", საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას აფასებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ნარკოპოლიტიკა რეპრესიულია და ის უნდა შეიცვალოს.

საკითხზე მომზადებულ ანგარიშს "Human Rights Watch", დღეს გამოაქვეყნებს. დოკუმენტი 2 წლის განმავლობაში მზადდებოდა და მასში დეტალურადაა ასახული ნულოვანი ტოლერანტობის დროს არსებული ნარკოპოლიტიკა და შემდგომი ნაწილობრივი ლიბერალიზაცია.

მასში საუბარია სისხლის სამართლებრივი ნარკოპილიტიკის გავლენაზე ნარკოდამოკიდებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე. ანგარიშში წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციებიც.

„არსებული პოლიტიკა არის რეპრესიული და ის მიზნად ისახავს დასჯას და არა მკურნალობას ნარკომომხმარებლის. ამ მხრივ სერიოზული პრობლემები და გამოწვევები არის ქვეყანაში. სასჯელები არის არაპროპორციულ, როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო სასჯელები. ძირითადი მოწოდება ანგარიშის ეს არის ნარკოტიკის პირადი მოხმარებისა მიზნით, მცირედი რაოდენობის ფლობის დეკრიმინალიზაცია,“ - განაცხადა "Human Rights Watch"-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა, გიორგი გოგიამ.

დღის ამბები