თბილისში, სამშობიარო სახლ "ნინოში" მშობიარე ქალის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, მშობიარე ქალის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს ექსპერტიზა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 2-4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამშობიარო სახლში არსებული მდგომარეობით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო დაინტერესდა. სააგენტო სასამართლოს სამშობიარო სახლში „ნინო“ შესვლის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს.
სამშობიარო სახლში „ნინო“ მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი 10 აგვისტოს გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ქალს მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
35 წლის ქალი ოპერაციის დაწყებიდან მალევე გარდაიცვალა.