17 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, დაკავებულია

მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, დაკავებულია. დევნოზაშვილების ოჯახის უფროსი რომ მისი შვილების თავისუფლებას ზღუდავდა, "კურეირისთვის" ჯერ კიდევ 7 თვის წინ გახდა ცნობილი.

ვრცელი რეპორტაჟი  ამ თემაზე შაბათის "კურიერმა" 27 იანვარს მოამზადა, რის შემდეგაც ძიება დაიწყო.

ამირან დევნოზაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევას ედავებიან.

ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი - სამი ბიჭი და 5 გოგო ჰყავს. შვილების სახლში გამოკეტვის მიზეზად მამა იმ არგუმენტს ასახელებდა, რომ ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიდნენ.

დღის ამბები