გრიგოლ ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი, კახა კალაძე მთავრობის ხელმძღვანელთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.
სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს.
პროექტის განხორციელება, დაახლოებით, 65 მილიონი ლარი ჯდება. იგეგმება შენობა-ნაგებობების რესტავრაცია, ასევე, მოეწყობა მიწისქვეშა პარკინგი.
თბილისის მერის თქმით, პროექტი ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება.
„მგონია, რომ დედაქალაქში იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თავისი საფეხმავლო გზებით, პარკებით, რომლებიც უნდა მოეწყოს, კეთილმოწყობითი სამუშაოები, რომელიც უახლოეს მომავალში, როდესაც იქნება ამის შესაძლებლობა დაიწყება და მთლიანად პროექტი უნდა დასრულდეს ოქტომბრის ბოლოსთვის,“ - განაცხადა კახა კალაძემ.