საქართველოს საპატრიარქოში საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს. "კურიერის" ინფორმაციით, შეხვედრას მღვდელმთავრები და წმინდა სინოდის წევრები ესწრებიან.
არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში 6 მღვდელმთავარია მისული და როგორც ცნობილია, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ისინი, მეუფე იაკობის გუშინდელ ხმაურიან ქადაგებას განიხილავენ.
შეგახსენებთ საკვირაო ქადაგებაში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატები და მხარდამჭერები კიდევ ერთხელ გააფრთხილა და მამა გიორგი მამალაძე "ავაზაკად" და "დაჯგუფების წევრად მოიხსენია".