17 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
აქცია ცაგერის მუნიციპალიტეტში - ადგილობრივები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ჰესის მშენებლობა სოფლის მიკროკლიმატს შეცვლის, რაც უნიკალური ჯიშის ცოლიკაურს გაანადგურებს.

მოსახლეობა შიშობს, რომ ტვიშში მეწყრული პროცესებიც გააქტიურდება და საფრთხე მთელ ხეობას დაემუქრება.

ადგილობრივები არ აპირებენ არცერთ შეთავაზებაზე დათანხმებას. მათი თქმით, კომპანიამ სათემო საკონსულტაციო საბჭოები შექმნა და მოსახლეობის მოსყიდვას ცდილობს.

"ვაპროტესტებთ ჩვენ, რომ ჰესი შენდება აქ, სადაც არ შეიძლება ამ ჰესის აშენება. ლაჯანურჰესი აგერ არის ჩვენ გვერდით, გუმათის ჰესი და შუაში არის ეს პატარა ხეობა, რომელიც არის მიკრო ზონა. არ გინდა ჰესი, ეს არის ძალიან ცუდის მომტანი,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

დღის ამბები