საკუთარი შვილების სახლში გამოკეტვისთვის, ამირან დევნოზაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც იძულებით თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს და 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამირან დევნოზაშვილს, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, დაახლოებით 2 კვირის წინ დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ძიება სწორედ "რუსთავი2"-ის ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ დაიწყო და ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო მოქმედება.
სამინისტრო თავს იკავებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გასაჯაროებისგან, იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი ეხება.