17 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
"Human Rights Watch" საქართველოს მთავრობას რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო აკრიტიკებს

"Human Rights Watch" საქართველოს მთავრობას რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო აკრიტიკებს. ორწლიანი მუშაობის შედეგად, უფლებადამცველებმა დაადგინეს, რომ სამაგალითო დასჯის გამო, ხშირად ადამიანები გისოსებს მიღმა წლობით ცხოვრობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ პირადი მოხმარებისთვის მცირე ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებას ფლობდნენ.

67-გვერდიან დოკუმენტში გავლენიანი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნაა და არა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომა.

რეკომენდაციები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. ადრესატების თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ დამკვიდრდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც მომხმარებელთა რაოდენობას ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ნარკოტიკულ ნივთიერებებს სადამსჯელო ინსტრუმენტად იყენებს.

როგორი ნარკოპოლიტიკა ექნება ქვეყანას ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები