პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მაშინ როდესაც ვიზიტიდან ქვეყანა კონკრეტულ შედეგს ვერ მიიღებს, პრეზიდენტმა ასეთი ხარჯებისგან თავი უნდა შეიკავოს.
„მესმის, თავის უდიდესი დატვრითვა აქვს საერთაშორისო საზოგადოებაში ჩვენი ქვეყნის წარმოჩენას ნებისმიერ დონეზე, მათ შორის პრეზიდენტის დონეზეც, მაგრამ ამაში იხარჯება ათასობით პენსიონერისთვის სამყოფი პენსიის თანხა. როდესაც კონკრეტულ შედეგს ასეთი ვიზიტებიდან ვერ ვიღებთ, არ მგონია, რომ ეს გამართლებული იყოს. ამის გარდა, კიდევ აღარ გავაგრძელებ იმ თემებზე საუბარს, რაც ბოლო პერიოდში იყო სკანდალები სასტუმროების ხარჯებთან. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტიტუტის, მაგრამ ერთის ადმინისტრაციას ჰქონდა გაცილებით მეტი დანახარჯი, ვიდრე მთლიანი პარლამენტის 150 დეპუტატს სამივლინებო კუთხით,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2017 წლის ხარები აუდიტის სამსახურმა შეისწავლა.