სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის მოსახლეობა წყალდიდობის შედეგად დანგრეული ხიდის და გზის აღდგენას ითხოვს. მათი თქმით, 60-მდე ოჯახი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი და დასახლებაში მისვლა ავტომობილით შეუძლებელია.
სოფელ უშაფათში სტიქიის გამო,ინფრასტრუქტურის გარდა, მოსავალიც განადგურდა. მოსახლეობის მტკიცებით, სტიქიის შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე არ ჩაუტარებია.
დაზარალებულებს სოფელ უშაფათის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა, რის შემდეგაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
სოფლის მცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.