ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავის გზატკეცილის მე-15 კილომეტრზე მცხოვრებ დაზარალებულებს განადგურებულ სახლებში დაბრუნება მოუწიათ.
მათი ეზოები და სახლების პირველი სართულები 22 ივლისს, თითქმის, მთლიანად დაიტბორა, განადგურდა ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.
რუსთავის გზატკეცილის მე-15 კილომეტრზე მცხოვრები ოთხი ოჯახი სამი კვირის განმავლობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინიციტივით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა გუშინ მისი დატოვება მოუწიათ.
სასტუმროში დაზარალებულების დატოვებისთვის მერიას საკმარისი სახსრები აღარ აქვს.
მოსახლეობის თქმით, სახლებში, სადაც დაბრუნდნენ არანაირი საცხოვრებელი პირობები არ აქვთ. გათიშული აქვთ დენი და არც წყალი მიეწოდებათ.
დაზარალებულებს გარდაბნის მერია დახმარებას და კომპენსაციას დაპირდა.