17 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
სასტუმრო "ველმონდის," ყოფილი "ლეოგრანდის" ადმინისტრაცია, მუშაობის გაგრძელების ნებართვას ითხოვს

სასტუმრო "ველმონდის" ყოფილი "ლეოგრანდის" ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს საგანგებო სიტუაციების სამსახურს, არსებული ხარვეზების ეტაპობრივად გამოსწორების შესაძლებლობა მისცენ სასტუმროს მუშაობის პარალელურად. მათი განცხადებით მზად არიან აღასრულონ სასამართლო გადაწყვეტილება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კი სასტუმროს ადმინისტრაციას ორდღიან ვადას აძლევს, რომ შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა.

სამსახურის ინფორმაციით 2018 წელს შენობა სამჯერ შემოწმდა და გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. შარშან "ლეოგრანდში" გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები