17 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად სასტუმრო "ველმონდი" (ლეოგრანდი) მუშაობას განაგრძობს

სასტუმრო "ველმონდი" (ლეოგრანდი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად მუშაობას განაგრძობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე სასტუმრო 17 აგვისტოს საღამოს 6-საათამდე უნდა დაიხუროს, თუმცა არსებული ინფორმაციით, სასტუმრო ამ დროისთვის 300-ზე მეტ დამსვენებელს ემსახურება. 

ჯერჯერობით ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ გააფრთხილეს თუ არა სტუმრები მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით. 

„ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან. მათ კარგად იციან, რომ ჩვენ ყველა პუნქტს ვასრულებთ. 44 და 30 უკვე შესრულებული გვაქვს. სასტუმრო ამ ეტაპზე 90 პროცენტით დატვირთულია. როგორც კი დასრულდება მოლაპარაკებები და გარკვეულ შედეგს მივაღწევთ, ჩვენ სპეციალურ განცხადებას გავაკეთებთ. სასტუმროს დახურვის გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ, ამას საგანგებო სამსახური წყვეტს. ისინიც ხედავენ ჩვენს პროგრესს და დადებითად არიან განწყობილნი, მუდმივად ცდილობენ ჩვენს დახმარებას. ყველაზე ცხელ სეზონზე ამ ხალხისთვის ცუდი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ეს ყველას იმიჯზე აისახება. ჩვენ დამსვენებლები მთელი მსოფლიოდან გვყავს. სააგენტოებთან რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ინფორმირებულები არიან აქ არსებული ვითარებით. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემას რაც შეეხება, არ ვამბობთ რომ შესაბამისი მოთხოვნები არ შეგვისრულებია,“ - აღნიშნა „ველმონდი“ გენერალურმა დირექტორმა,  ალოპერ პინარიმ

ამავე თემაზე
დღის ამბები