17 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
რაიან სმიტის ოჯახის წევრებსა და მარნეულის მერს შორის დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა

რაიან სმიტის ოჯახის წევრებსა და მარნეულის მერს შორის დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტეს, რომ მერი ქალაქში არ იმყოფება. შეხვედრაზე სათამაშო მოედნის აშენების საკითხი უნდა განეხილათ.

სმიტების ოჯახი ითხოვს მიწის გადაცემას მოედნის ასაშენებლად. მერიაში განმარტეს, რომ პროექტის დასრულებული ვერსია სმიტებს არ წარუდგენიათ.

რაიან სმიტის ძმა ამბობს, რომ მან მერიაში პროექტის ბიუჯეტიც წარადგინა. დღეს ჩედ სმიტმა "კურიერის" გადამღებ ჯგუფს სათამაშო მოედნის გეგმა გააცნო.

„ეს არის იმ აღჭურვილობის სურათები, რომლის ჩამოტანაც გვინდა მარნეულში აშშ-დან. მომზადებული გვაქვს გეგმა, როგორ უნდა მოეწყოს სათამაშო მოედანი. ეს ადგილი ამისთვის ძალიან კარგი იქნება რადგან უსაფრთხოა და ცენტრშია. პროექტისთვის მარნეულის მმართველობას და ხალხს არაფრის გადახდა მოუწევს. ფულს ძირითადად იხდიან მეგობრები, ისინი ვინც რაიანს იცნობდა და უყვარდა ის. მიუხედავად იმისა, რომ ფულის გადახდას არ ვთხოვდით, მერიაში წარვადგინეთ პროექტის სრული ბიუჯეტი. არ გვინდა, რომ ეს პარკი მემორიალი იყოს. გვინდა ის იყოს საჩუქარი და სიხარულის, სიცილის და გართობის ადგილი, როგორც რაიანს უნდოდა. მერიაში წარვადგინეთ წინადადება და ვთხოვეთ დღეისთვის შეხვედრა, თუმცა გადაიდო. მიზეზი არ აუხსნიათ, არ ვიცით მერი ქალაქში არის თუ არა,“ - განაცხადა ჩედ სმიტმა.

დღის ამბები