კიბოს რისკის შემცველი სახიფათო მედიკამენტები საქართველოს სააფთიაქო ქსელებში - ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეუჩერა რეგისტრაცია ათზე მეტ პრეპარატს, რომელთა მოხმარებამ შესაძლოა სასიკვდილო დაავადება გამოიწვიოს.
წამლების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მათი უმრავლესობა ყველაზე მოთხოვნადი -კარდიოლოგიური მედიკამენტია.
ირკვევა, რომ აკრძალვის მიუხედავად, თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელში წამლები, რომლებმაც ჯანმრთელობას შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, უპრობლემოდ იყიდება.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ დამდგარა იმის საჭიროება, რომ კონკრეტული მწარმოებელი კომპანიები შემოწმდნენ. მათი განმარტებით, წამლების ამოღებას შესაბამის პროცედურები და დრო სჭირდება.
რაც შეეხება კონკრეტულ მედიკამენტებს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში განმარტავენ, ნივთიერება "ვალსარტანს" ჩინური კომპანია ამზადებს, რომელმაც 2012 წელს წარმოების სქემა შეცვალა და შემდგომ, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ "ვალსარტანსში", რომელსაც ეს კომპანია აწარმოებს, არის ტოქსიკური მინარევები, რომელიც კიბოს გამოწვევის რისკის შემცველია.
სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად, საქართველოში უნდა შეწყდეს ყველა იმ კომპანიის მიერ წარმოებული წამლის იმპორტი და გაყიდვა, რომელსაც ნივთიერება "ვალსარტანს" აწვდის ჩინური კომპანია.
„ეს პროდუქტები ამოვა უწყებრივი რეესტრიდან, გადაინაცვლებს დროებით გაუქმებულებში, ანუ ბაზარზე დაშვების უფლების არ მქონედ ჩაითვლება. ყველა იმ სუბიექტს, რომელსაც აქვს ამ საბითუმო რეალიზაციის უფლება, დაეგზავნათ წერილი, რომ დაუყოვნებლივ გამოითხოვონ ბაზრიდან აღნიშნული პროდუქტები. ასევე, საბაჟოს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ფაქტიურად, ეს პროდუქტები, ფაქტიურად, ვეღარ შემოვა,“ - აღნიშნა რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა, ნაილი შენგელიძემ.
იმის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ ბრძანება გამოსცა, დღე, თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელში შესაძლებელი იყო იმ პრეპარატების ყიდვა, რომელიც შეიცავს ნივთიერება ვალსარტანს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.
მედიკამენტების სიას, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს შემცველია.
Valsar-Denk (40მგ; 80მგ; 160მგ; 320მგ)
CoValsar-Denk (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)
CARDOPAN-SANOVEL (80მგ; 160მგ; 320მგ)
CARDOPAN-SANOVEL PLUS (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)
Valz (40მგ; 80მგ; 160მგ)
Valz H (80მგ; 160მგ)
NORTIVAN® (80მგ; 160მგ)
Cardofix-Sanovel (5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)
Cardofix-Sanovel Plus (5მგ/160მგ/12,5მგ; 5მგ/160მგ/25მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/25მგ)
Amva Denk (5მგ/80მგ; 5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)
Amva + HCTDenk (mite 5მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ
forte 10მგ/160მგ/25მგ).