თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი იხსნება. რუსეთის ვიზების სკანდალის შემდეგ გახსნილი ცენტრი მსურველებს, დღეიდან ბესიკის ქუჩის 4 ნომერში მოემსახურება.
ცენტრში 16 ფანჯარა იქნება, რისი მეშვეობითაც იმედოვნებენ, რომ დაჩქარდება და გამარტივდება ვიზების გაფორმების პროცედურა, ასევე შეიქმნება განმცხადებლებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები.
მომსახურება ფასიანია და 30 დოლარი ღირს. მსურველები კონსულთან შესახვედრად წინასწარ, ჩაეწერონ ინტერნეტის მეშვეობით უნდა ჩაეწერონ.
რუსეთის ვიზების სკანდალთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „შაბათის კურიერში“ გასული ჟურნალისტური გამოძიების თაღლითობის მუხლით გამოძიება დაიწყო.
სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს არიან თუ არა რუსეთის საკონსულოს თანამშრომლები ჩართული ვიზების უკანონო ვაჭრობის საქმეში.
რუსეთის ინტერესების სექციასთან დაუსრულებელ რიგებსა და შექმნილ ვითარებას რუსეთის საგარეო უწყება ქართველებს აბრალებს.