თბილისში ბუნებრივი აირის საფასური ძვირდება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილება ძალაში 16 სექტემბრიდან შედის.
გაძვირება მხოლოდ კომერციულ საწარმოებს შეეხება. მოსახლეობისთვის გაზის საფასური არ მოიმატებს.
გაზის ტარიფი მხოლოდ 15 ათასი კომერციული აბონენტისთვის შეიცვლება და ისინი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80,5 მეათედი იქნება.