კომერციული საწარმოებისთვის ბუნებრივი აირის საფასურის გაძვირებას ეკონომისტები ეხმაურებიან.
მათი შეფასებით, ბუნებრივი აირის გაძვირება განსაკუთრებით უარყოფითად აისახება მცირე ბიზნესზე.
ისინი მთავრობას მოუწოდებენ, გადადგას ქმედითი ნაბიჯები მცირე ბიზნესის წასახალისებლად სხვადასხვა გადასახადის შემცირების გზით.
ეკონომიკის ექსპერტი, ზვიად ხორგუაშვილი არ გამორიცხავს, რომ კომერციული საწარმოებისთვის ბუნებრივი აირის საფასურის გაძვირება, მოსახლეობის ჯიბეზე აისახოს.
„ამ გამოწვევებს მთავრობამ უნდა უპასუხოს სხვა ნაბიჯებით, ეს უნდა იყოს ბიზნესისთვის სხვა ხარჯების შემცირება, რეგულაციური წნეხის შემცირება,“ - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.
ექსპერტი, გია ჯანდიერი კომერციული ფასების გაზრდას შეცდომად მიიჩნევს.
„ზოგადად, ეკონომიკაშიც ასეა, რომ ვინც მეტს მოიხმარს იმას უფრო ნაკლები უნდა ჰქონდეს ფასი და ეს ჩიხში მიგვიყვანს აუცილებლად. ფასის ზრდა შეიძლება გამოწვეულია იმით, რომ შეუძლებელი გახდა ლარის ასეთი მკვეთრი ვარდნის პირობებში კიდევ მოთმენა ძველი ფასის,“ - განაცხადა ჯანდიერმა.