კომერციული საწარმოებისთვის ბუნებრივი აირის საფასურის გაძვირებას მცირე ბიზნესის წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ.
არ არის გამორიცხული, რომ ბუნებრივ აირზე ფასის მატების გამო, პური გაძვირდეს. ამის შესაძლებლობაზე უკვე საუბრობენ იმ ობიექტების მფლობელები, რომლებიც ბუნებრივ აირს მოიხმარენ საკუთარი პროდუქციის საწარმოებლად. მათ შორის არის საცხობები და თონეები.
ისინი არ გამორიცხავენ, რომ ფასის მატება მათ ბიზნესზეც აისახოს უარყოფითად, რადგან შესაძლოა, მათი შემოსავალი შემცირდეს და გაუჭირდეთ გაძვირებული ტარიფის გადახდა.
„რა თქმა უნდა, ტარიფის გაზრდა ჩვენს გადასახადებსაც გაზრდის. გაიზრდება პროდუქციის ფასიც, იმიტომ, რომ ჩვენ თუ ამაში 5 თეთრით ნაკლებს ვაძლევთ, ვერ მივცემთ 5 თეთრით ნაკლებს და იმაშიც მეტი დაგვიჯდება, რა თქმა უნდა, ორმაგ წაგებაში წავალთ ერთის მაგივრად,“ - განაცხადა ანი გვიჩიანმა.