17 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
რომ შევადაროთ რა ხდებოდა 2014-სა და 2018 წლებში, დიდ შედეგებს დავინახავთ - იანოშ ჰერმანმა მედიის წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

იანოშ ჰერმანმა მედიის წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ოთხწლიანი საქმიანობა შეაჯამა.

მისი შეფასებით, ბოლო ოთხი წელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით ამბიციური იყო, ბევრი რამ მოხდა და დღეს საქართველო ისეთი აღარ არის როგორც 2014 წელს.

მან ყურადღება გაამახვილა ძალაში შესულ ასოცირების შეთანხმებასა და უვიზო მიმოსვლაზე. იანოშ ჰერმანმა საქართველოს მიმართ ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერასა და გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, რეფორმების კუთხით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო მოწინავე ადგილზეა.

„რომ შევადაროთ რა ხდებოდა 2014-სა და 2018 წლებში, დიდ შედეგებს დავინახავთ. ჩემთვის ყველაზე ნათელი შედეგია ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო. ჩვენ გავხდით უფრო ახლო ერთმანეთთან, რაც უვიზო მიმოსვლის შედეგია. გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა განვითარების სფეროში, ასევე აღსანიშნავია, პოლიტიკური თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ძალიან გაღრმავდა კონტაქტები ხალხებს შორის, რაც ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

დღის ამბები