მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მსახიობის ცხედარი სამართალდამცველებმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მსახიობი გარდაცვლილი გუშინ გვიან ღამით, დოლიძის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში იპოვეს.
ახლობლების ინფორმაციით, მსახიობი ადგილობრივმა მცხოვრებმა ნახა, რის შემდეგაც შეეცადა მის დახმარებას, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო.
უცნობია, რატომ იმყოფებოდა მსახიობი აღნიშნულ სადარბაზოში, რადგან მეგობრების თქმით, ის აქ არ ცხოვრობდა და არ იციან ვისთან მიდიოდა ზუზუ ბეჟაშვილი.
შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ის პირი, რომელმაც პირველმა იპოვა მსახიობის ცხედარი სადარბაზოში. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ექსპერტიზის ბიუროდან მსახიობის ცხედარს ბენდელიანის ქუჩაზე გადაასვენებენ.