17 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
სასამართლოს გადაწყვეტილება - სასტუმრო „ველმონდმა“ (ლეოგრანდმა) მუშაობა დღეს უნდა შეაჩეროს 

ბათუმში, სასტუმრო „ველმონდმა“, ყოფილმა „ლეო-გრანდმა“ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დღეს 18:00 საათზე მუშაობა უნდა შეაჩეროს.

მიზეზი უსაფრთხოების კუთხით გამოვლენილი ხარვეზებია, რომელიც გაფრთხილების მიუხედავად არ გამოსწორდა.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, რომელმაც მათი სარჩელი დააკმაყოფილა.

ველმონდის“ ადმინისტრაცია ითხოვდა, რომ სასტუმროს მუშაობის პარალელურად მისცემოდა ხარვეზების გამოსწორების საშუალება, თუმცა ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

„არ იყო აუცილებლობა დახურვის, შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის გაგრძელება ისე, რომ ნაწილი შეზღუდულიყო, მაგრამ რახან ასე გადაწყდა, მაშინ ეს უნდა შესრულდეს. სტუმრები გადანაწილდება სხვადასხვა შესაბამისი დონის და რანგის სასტუმროებში და შემდეგ უმოკლეს ვადებში აღმოფხვრილი იქნება ყველა ის ნაკლოვანება, რაც გამოსასწორებელია,“ - განაცხადა ადვოკატმა, კახაბერ წერეთელმა.

გასულ წელს „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები