17 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
სასტუმრო "ველმონდიდან" ვიზიტორების გაყვანის პროცესი დაიწყო

სასტუმრო ველმონდიდან ვიზიტორების ნაწილის გადაყვანა სხვა სასტუმროებში უკვე დაიწყო. სასტუმროს ვიზიტორებისგან დაცლის პროცესი 18:00 საათისთვის უნდა დასრულდეს.

"ველმონდი" იგივე "ლეოგრანდი" დღეიდან მუშაობს აჩერებს. მიზეზი უსაფრთხოების კუთხით გამოვლენილი ხარვეზებია, რომელიც გაფრთხილების მიუხედავად არ გამოსწროდა. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს, რომელმაც მათი სარჩელი დააკმაყოფილა.

სასტუმროს შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, უსაფრთხოების ნორმები არის უმთავრესი. სასტუმრო კი მუშაობას მას შემდეგ განაახლებს, რაც არსებულ ხარვეზებს გამოასწორებს.

გასულ წელს „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები