17 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
"გაზიც თუ გაძვირდა, პურიც გაძვირდება, ლარს ასცდება"- მეწარმეები და ექსპერტები ბუნებრივი აირზე ფასის ზრდას ეხმაურებიან

ექსპერტების ნაწილისა და მეწარმეების აზრით, კომერციული მომხმარებლისთვის ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდას გამოიწვევს.

კურიერთან“ საცხობების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფქვილის ფასი უკვე გაიზარდა, ხოლო გაზის ტარიფის მომატება პურს გააძვირებს.  

კომერციული საწარმოების მფლობელი შიშობენ, რომ ფასების ზრდა მომხმარებლების რაოდენობას შეამცირებს.

„ფქვილი გაძვირდა, კატასტროფულად უკვე მაღლა იწვევს, გაზიც თუ გაძვირდა, პურიც გაძვირდება, ლარს ასცდება, ლარნახევრამდე ავა,“- აცხადებენ მეწარმეები.

ლარის გაუფასურების ფონზე, ეკონომისტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა მოულოდნელი არ იყო. ექსპერტების შეფასებით, გაზის ტარიფის მომატება უარყოფითად აისახება მცირე მეწარმეებსა და სარესტორნო ბიზნესს და გამოიწვევს პროდუქციის ფასების ზრდას.

ამავე თემაზე
დღის ამბები