„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში მცხოვრებ ინგა საზანდაროვას ოჯახში იმყოფებოდა.
ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და არ გააჩნიათ თითქმის არანაირი შემოსავალი. მათ სოციალური დახმარება კი ცოტა ხნის წინ შეუწყვიტეს. შეწყვეტის მიზეზად კი ოჯახში საკუთრებაში არსებული შინაური ფრინველები დასახელდა.
ნიკა მელიამ მოუწოდა შესაბამის უწყებებს, დაინტერესდნენ არსებული პრობლემებით.
„სამწუხაროდ, დღე არ გავა, არ გავიცნო ოჯახი, რომელსაც უსამართლოდ მოუხსნეს სოციალური დახმარება. როდესაც ვამბობთ, რომ სოციალური დახმარება მოუხსნეს, ვგულისხმობთ, რომ რეალურად დატოვეს ბედის ანაბარად ოჯახები. შემწეობა მილიარდელი ხელისუფლების პირობებში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოუხსნა ათასობით ოჯახს, არა მხოლოდ წილკანში, იგივე ვითარება არის წეროვანში, მისაქციელში, ძალისში, ძეგვში, ყველა ფეხის ნაბიჯზე. მხოლოდ და მხოლოდ, ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ კარს მომდგარ არჩევნებზე უარი ვუთხრათ მილიარდელ ხელისუფლებას ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.