ხვამლის მთის არქეოლოგიურ კომპლექსზე მიმდინარე სამუშაოებში შვიდი ქართველი ვეტერანი სამხედროა ჩართული. ისინი ამ პროცესში ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში მონაწილეობენ.
პროგრამა საომარ მოქმედებებში მიღებული ტრავმების მქონე ვეტერანების არქეოლოგიურ ექსპედიციებში მონაწილეობას გულისხმობს.
სამხედროები საველე და ლაბორატორიულ სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ.