მსახიობ ზაზა ბეჟაშვილის, იგივე ზუზუს ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. გარდაცვლილის ცხედარი მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
ბენდელიანის ქუჩაზე უკვე იკრიბებიან მსახიობის მეგობრები.
მეგობრების ნაწილის თქმით, ზუზუ ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უჩიოდა. მსახიობის ახლობლები ამბობენ, რომ არ იციან, ვისთან იმყოფებოდა ზუზუ დოლიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში.
მსახიობი გარდაცვლილი გუშინ გვიან ღამით, დოლიძის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში იპოვეს.
ახლობლების ინფორმაციით, მსახიობი ადგილობრივმა მცხოვრებმა ნახა, რის შემდეგაც შეეცადა მის დახმარებას, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო.
შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ის პირი, რომელმაც პირველმა იპოვა მსახიობის ცხედარი სადარბაზოში. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.