ბათუმში სასტუმრო „ველმონდი“, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდი“ 300-მდე სტუმარს დაატოვებინეს და სხვა სასტუმროებში განათავსეს.
„ველმონდმა“ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მუშაობა 18:00 საათამდე უნდა შეაჩეროს. მიზეზი კი უსაფრთხოების კუთხით გამოვლენილი ხარვეზებია, რომელიც გაფრთხილების მიუხედავად, არ გამოსწორდა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
გასულ წელს „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.