პირველი აგვისტოდან ძალაში შევიდა ახალი გამკაცრებული რეგულაციები, რომელიც სასტუმროებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახანძრო და სხვა სახის უსაფრთხოებას შეეხება.
რეგულაციების მიხედვით, ობიექტებს საევაკუაციო გეგმა, საევაკუაციო კიბე, ხანძარსაწინააღმდეგო კიბე და კვამლის დამდგენი კრიტერიუმები.
პირველ აგვისტომდე ზედამხედველობის სამსახურს კანონით არ ჰქონდა უფლება, რომ შეემოწმებინათ სასტუმროები, თუკი მას 90-ზე ნაკლები ნომერი ჰქონდა, რაც შეიცვალა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ 97 სასტუმრო შემოწმდა და დაჯარიმდა 37.
„საქართველოს მასშტაბით 97 სასტუმროა შემოწმებული, აქედან 37 დაჯარიმებულია. ამ სტატისტიკის რიცხვი, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება, როგორც შემოწმების, ისე დაჯარიმების თვალსაზრისითაც. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი რეგულაციით, პირველი აგვისტოდან შემოწმებას უკვე დაექვემდებარა ყველა სასტუმრო, ყველა თავშეყრის ადგილები,“- განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ფეიქრიშვილმა.