17 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
მუსლიმი მრევლი ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას ბათუმის მერიიდან უკვე წელიწადნახევარია, უშედეგოდ ელოდება

მუსლიმი მრევლი ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას ბათუმის მერიიდან უკვე წელიწადნახევარია ელოდება. ისინი სახელდახელოდ აგებულ ნაგებობაში დადიან სალოცავად. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მრევლი მოატყუა.   

მოსახლეობას წელიწადნახევარია მერია მშენებლობის ნებართვას არ აძლევს, არადა მრევლს დღემდე ახსოვს ის დაპირებები, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლამდეც და მის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილი აძლევდა.

მუსლიმები ფიქრობენ, რომ ისინი მოატყუეს და ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ნება ბათუმის ახალი მეჩეთის ასაშენებლად.

მუსლიმი მრევლის ბოლო იმედი აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის პირველი განცხადება იყო. თანამდებობაზე დანიშვნისთანავე თორნიკე რიჟვაძემ პირობა დადო, რომ ქალაქში ახალი მეჩეთი აშენდება, თუმცა, მალევე გადააკეთა ნათქვამი და საზოგადოებას უთხრა, რომ მისი სიტყვები კარგად ვერ გაიგეს.

მუსლიმი მრევლი ფიქრობს, რომ მას პირველი განცხადების გამო უსაყვედურეს და მანაც პოზიცია შეცვალა.

მეჩეთის საქმე ახლა სასამართლოშია, თუმცა ჯერ არც ერთი სხდომა არ გამართულა. მათ ინტერესებს EMC იცავს.

პარალელურად, აჭარის მთავრობა მოლაპარაკებებს მუსლიმთა კავშირთან მართავს. ჯერ შედეგს ვერ მიაღწიეს. ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მეჩეთს ამ ტერიტორიაზე მაინც ააშენებენ.

დღის ამბები