17 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
მეკობრეების თავდასხმა ან არასანქცირებული დაკავება - ქართველი მეზღვაურების ძებნა ამ დრომდე გრძელდება

ქართველი მეზღვაურების ძებნა ამ დრომდე გრძელდება. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, მეხუთე დღეა გაუჩინარებულია.

ხომალდ "პანტელენას" განაში ორ პორტს შორის შიდა რეისი უნდა შეესრულებინა. ერთ-ერთი ვერსიით, ნავთობისა და ქიმიური ნივთიერების გადასატანად განკუთვნილი ტანკერი მეკობრეების ხელში აღმოჩნდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ მეზღვაურების სამძებრო სამუშაოები გაბონის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რადგან ბოლო კომუნიკაცია სწორედ ამ პორტიდან დაფიქსირდა.

კონსტანტინიდის თქმით, გემის ადგილმდებარეობის შესახებ კვლავ უცნობია და მათ გაუჩინარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, მათ შორის, მეკობრეობის ფაქტს.

„ჯერჯერობით, რაიმე განახლებული ინფორმაცია არ მიგვიღია გემის ადგილმდებარეობის შესახებ და დაკავების მიზეზებზე, თუმცა, არცერთ ვერსიას არ გამოვრიცხავთ, მათ შორის, მეკობრეობის ფაქტს.... ეს შეიძლება იყოს არასანქცირებული დაკავება, რამდენადაც გემს გადაჰქონდა დიზელის საწვავი და ამ რეგიონში საკმაოდ სენსიტიური არის ასეთი სახის ტვირთით გადაადგილება, შესაძლებელია, ამ ვერსიასთან გვქონდეს საქმე,“ - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები