ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა კერალას შტატის რამდენიმე დასახლება სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმა დატბორილი რეგიონების მონახულების შემდეგ მიიღო.
სამხრეთ ინდოეთის ეს რეგიონი გადაუღებელმა წვიმამ და წყალდიდობამ მნიშვნელოვნად დააზარალა. დატბორილია ქალაქები და სოფლები, დაღუპულთა რიცხვი კი 170-ს აღწევს. თუმცა მსხვერპლის რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ.
სამაშველო ოპერაციაში სამხედრო ქვედანაყოფები და ავიაცია ჩაერთო. მაშველებმა სტიქიის ზონიდან უკვე 200 ათასი ადამიანი გამოიყვანეს და საგანგებოდ აგებულ კარვების ქალაქში დაასახლეს.