17 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
ევკალიპტის ხეს, რომელიც დმანისის გადარჩენის ფონდმა მარტში შეიძინა, ისევ გადარგვა ემუქრება

ევკალიპტის ხეს, რომელიც დმანისის გადარჩენის ფონდმა მარტში შეიძინა, ისევ გადარგვა ემუქრება. მწვანე კონცხზე ასწლოვანი მცენარე დმანისის გადარჩენის ფონდმა აუქციონზე 5 თვის წინ, იმ იმედით გამოისყიდა, რომ ხე ადგილზე დარჩებოდა და გარემო აღარ დაზიანდებოდა. დღეს გაირკვა რომ ფინანსთა სამინისტრო ხელშეკრულებას ცალმხრივად არღვევს. დმანისის გადარჩენის ფონდში დაზუსტებით იცოდნენ, რომ მცენარით ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული და სხვა ათობით მრავალწლოვანი ხის მსგავსად, ისიც შეკვეთილში უნდა გადაეტანათ. მაშინ აქტივისტებმა საჭირო 2020 ლარი შეაგროვეს და აუქციონი მოიგეს. ფონდის დამფუძნებელმა სასამართლოსაც მიმართა, რომ ნაყიდი ხე მის მფლობელობაში გადავიდეს. თუ სასამართლო გადაწყვეტილებას ფონდის სასარგებლოდ არ მიიღებს ხე შეკვეთილში, შეგროვილი 2020 ლარი კი ბიუჯეტში მოხვდება.

დმანისის გადარჩენის ფონდი 14 ორგანიზაციას აერთიანებს. პოლიტიკოსები თვლიან, რომ მოქალაქეების გაერთიანება ასეთ დროს მნიშვნელოვანია.

ევკალიპტის ხემდე ფონდმა 5 მილიონიანი აუქციონი მოიგო, მაშინ საყდრისის მიმდებარედ 16 ჰექტარზე წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემოდა. თუ სასამართლო ფონდის ნაყიდ ხეს არ დაუკანონებს, მას მომსახურების სააგენტო ისევ გასაყიდად გამოიტანს და დიდი ალბათობით ხე გადატანას მაინც ვერ გადაურჩება.

დღის ამბები