სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი დააზარალა. სოფელ ქისტაურში, ახშანსა და მატანში ვენახების დიდი ნაწილი და ერთწლიანი კულტურები თითქმის მთლიანად განადგურებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერ ქარს სეტყვა მოჰყვა, რამაც ზარალის რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა. თელავში კი სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რის გამოც ღვარცოფმა პრობლემები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე შექმნა. ადგილობრივებს არც ელექტროენერგია მიეწოდებათ.