არაქართულენოვან სკოლებში ორ ენაზე მსოლოდ საქართველოს ისტორია ისწავლება, ისიც სხვა ქვეყანაში შედგენილი და დაბეჭდილი. დანარჩენი საგნების პროგრამა კი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში არ არის. აზერბაიჯანული სკოლებისთვის სასწავლო პროგრამის შინაარსზე პასუხიმგებელი აზერბაიჯანის სახელმწიფოა, სკოლის დირექტორის თქმით საქართველოში განათლების სამინისტროს პროგრამის შინაარსას არ ამოწმებს, რას ისწავლიან მოსწავლეები მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის ქვეშ არის.
საქართველოში არაქართულენოვანი სულ 213 სკოლაა, სადაც 60 ათასამდე ბავშვი სწავლობს. აქედან 85 აზერბაიჯანული, 117 სომხური და 11 რუსულია. ამ სკოლებში რომ სასწავლო პროგრამა ეროვნული სასწავლო გეგმისგან აცდენილია და ქართული პროგრამის წიგნების დიდ პრობლემაა, აღიარებს განათლების მინისტრი, თუმცა კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს, როდის დაიწყება მუშაობა სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის საჭირო სახელმძღვანელოების შედგენაზე.