ოკუპირებულ აფხაზეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. გადაუღებელ წვიმას სოხუმსა და მის შემოგარენში წყალდიდობა მოჰყვა. დატბორილია ქუჩები და შენობების პირველი სართულები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. სინოპის რაიონში ღვარცოფიც ჩამოწვა და ერთ-ერთი მაგისტრალი დააზიანა.