17 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
ძლიერმა წვიმამ თბილისში სახლების ნაწილი დატბორა - გადაკეტილი იყო ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა

ძლიერი წვიმის შედეგად, დედაქალაქში პრობლემები შეიქმნა - გადაკეტილი იყო ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა. დედაქალაქის რამდენიმე უბანში წყალი შენობების პირველ სართულზე შევარდა. სხვადასხვა ქუჩაზე დაიტბორა რამდენიმე კომერციული ობიექტიც. ქუთაისის ქუჩაზე წყალი დადგა სკოლის პირველ სართულზე. პრობლემები იყო პეკინის გამზირზე, მაყაშვილზე და ასევე წყნეთის ქუჩაზე, სადაც მიწის ფერდობი ჩამოწვა. საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა ისანშიც, სადაც მოსახლეობა ამბობს რომ მსგავსი პრობლემა ყოველი ძლიერი წვიმის დროს აწუხებთ.

სულ დედაქალაქის მაშტაბით ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 127 შეტყობინებაა შესული. სამსახურის ცნობით, ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

დღის ამბები