17 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
სტავროპოლში მომხდარი ავარიის დროს საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ

სტავროპოლში მომხდარი ავარიის დროს საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროში ადასტურებენ. თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი "კამაზის" ტიპის სატვირთო მანქანას დაეჯახა.

ინცინდენტის დროს ავტობუსში 40 ადამიანი იმყოფებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, მათგან ერთ-ერთს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

ძალოვანების ცნობით, ავარიის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც. ცხრა ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქეა.

ავარია გამთენიისას თბილისის დროით 05:00 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტული ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შემხვედრი მიმართულებით მოძრავ სატვირთო მანქანას დაეჯახა.

დღის ამბები