17 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
„არ შეიძლება ადამიანი ერთ ადგილზე იყოს. ადამიანი მუდამ მოძრაობაშია, ან მაღლა მიდის ან დაბლა ეშვება"- ილია II

"ყოველმა ადამიანმა ფერი უნდა იცვალოს,“-  ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ მოსახლეობას ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა.

„არ შეიძლება ადამიანი ერთ ადგილზე იყოს. ადამიანი მუდამ მოძრაობაშია, ან მაღლა მიდის ან დაბლა ეშვება. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალა მოგვცეს, რომ ვიაროთ სრულყოფის კიბეზე. ეს აუცილებელია. ჩვენი წინაპრები ბევრს აკეთებდნენ იმისთვის რომ სულიერება ამაღლებულიყო,“- განაცხადა ილია მეორემ.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც ერთ-ერთია 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის.

ამავე თემაზე
დღის ამბები