17 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
სტავროპოლში მომხდარი ავარია - „კურიერისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

„კურიერისთვის“ ცნობილი ხდება სტავროპოლში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები. ირკვევა, რომ გარდაცვლილი ორი მგზავრიდან ერთ-ერთი გენადი მესაბლიშვილი კომპანია „მიმინო ტრანსის“ მფლობელი იყო. სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნოდა ავარიაში მოყოლილი ავტობუსი, რომელიც თბილისი-კრასნოდარის რეისს ასრულებდა. გარდაცვლილი კი საქართველოს მოქალაქე იყო.

ავარიის დროს ავტობუსში 40 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულებიდან საქართველოს სამი მოქალაქეა.

მძღოლი, რომელიც საჭესთან იჯდა, ხვიჩა უსუპოვი, დანაშაულს აღიარებს. მძიმეა მეორე მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარება, რომელსაც ორივე ფეხი მოტეხილი აქვს. ისიც საქართველოს მოქალაქეა.

გადამზიდავთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ავარიაში მოყოლილმა ავტობუსმა ტექდათვალიერება 2 თვის წინ გაიარა.

შემთხვევა სტავროპოლში გამთენიისას მოხდა. თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი „კამაზის“ ტიპის სატვირთო მანქანას შეეჯახა.

ამავე თემაზე
დღის ამბები