17 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
ახმეტაში ღვინის ქარხანასთან მოლაპარაკებები დასრულებულია - სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება დღეს დაიწყება

ახმეტაში ერთ ღვინის ქარხანასთან მოლაპარაკებები დასრულებულია. სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება დღეს დაიწყება, სავარაუდო ფასი კი 40-50 თეთრი იქნება.

საგანგებო შტაბის წევრები სტიქიის შედეგად დაზარალებულებს შუამდგომლობას დაჰპირდნენ. საუბარია ფერმერების იმ ნაწილზე, რომელსაც მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა და ხელისუფლებამ კომპენსაციის გაცემაზე უარი უთხრა. ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები დაზარალებულებს ბანკებთან შუამდგომლობას და სესხების გადავადებასაც დაჰპირდნენ.

დღის ამბები