17 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - პრეზიდენტი მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადადის.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა თუ პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებთანაც რამდენიმეკვირიანი კონსულტაციები მიმდინარეობდა.

სავარაუდოდ, დღეიდან დაიწყება უკვე იმ კონკრეტულ კანდიდატზე მსჯელობა, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

უკვე გამართული კონსულტაციებისას კი იმ კრიტერიუმებს განიხილავდნენ, რასაც ქვეყნის მთავარი მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს.

„ამჯერად უკვე ჩავატარებთ გაფართოებულ შეხვედრას პრეზიდენტის მონაწილეობით. მოხდება მთელია შეხვედრების შეჯამება, კიდევ ერთხელ გაანალიზება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება თუ ეს პროცესი რა გზით მიდის და ამის შემდეგ მოხდება კანდიდატების დასახელებაც“- აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე.

დღის ამბები